Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მიღება გაიმართება ბათუმში, ამერიკულ ხომალდ Mount Whitney-ზე


დღეს ბათუმის ნავსადგურში მდგომ ამერიკულ გემ Mount Whitney-ზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდისა და გემის კაპიტან ქრეიგ კლეპერტონის სახელით მიღება გაიმართება. ამერიკულ ხომალდზე დაგეგმილ მიღებაზე მიწვეული არიან საქართველოს მოქმედი და ყოფილი მთავრობის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ამერიკული ხომალდი Mount Whitney ბათუმის ნავსადგურში 10 ნოემბერს შევიდა და 13 ნოემბრამდე დარჩება. სამი დღის განმავლობაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და აშშ-ის მხარის წარმომადგენლების ერთობლივი წვრთნები და სწავლება იმართება. ტარდება სპორტული ღონისძიებებიც. Mount Whitney საქართველოში ჰუმანიტარული მისიით 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდშიც იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG