Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართება კონფლიქტის ზონის მოსახლეობის დასახმარებლად


გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები დღეს დიპლომატებს ხვდებიან. დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებსა და სოფლებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის მიწოდების გარდა, შეხვედრის მიზანია, დიპლომატებს საქართველოს მთავრობის უკვე განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმებიც გააცნონ.
XS
SM
MD
LG