Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი მთიან ყარაბაღს ესტუმრა


სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი ესტუმრა მთიან ყარაბაღს - აზერბაიჯანის სეპარატისტულ რეგიონს, სადაც უმეტესწილად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. სომხეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სარქსიანი დაათვალიერებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო ძალებს. გასულ კვირაში სარქსიანი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა, ილჰამ ალიევი შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე თვეში გამართავენ შეხვედრას მთიან ყარაბაღზე მოლაპარაკების განახლების მიზნით. ალიევი ამჟამად თურქეთშია, სადაც მოსალოდნელია, რომ მთიან ყარაბაღზეც იმსჯელებს თურქ ოფიციალურ პირებთან შეხვედრების დროს. გასულ კვირაში თურქეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სომხეთთან საზღვარს გახსნის იმ პირობით, თუ ერევანი ბოლოს მოუღებს მთიანი ყარაბაღის და მისი მიმდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპაციას. თურქეთმა 1990-ანი წლების დასაწყისში ჩაკეტა სომხეთთან საზღვარი.
XS
SM
MD
LG