Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აკრიტიკებს ამერიკელი კოლეგის განცხადებას


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ამერიკელ კოლეგას, ჯონ კერის აკრიტიკებს განცხადებისთვის, რომ თეირანმა უკან დაიხია შეთანხმებიდან, რომელსაც ჟენევის მოლაპარაკებაზე მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა ემხრობოდა. როგორც ზარიფმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, „ვერანაირი სიტყვები“ ვერ დამალავს სიმართლეს ჟენევის მოლაპარაკების მსვლელობაზე. ჯონ კერიმ ორშაბათს გამოაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებაზე მას ექვსმა ქვეყანამ (გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივმა წევრმა და გერმანიამ) ერთსულოვნად შესთავაზა წინადადება, მაგრამ ის ირანის დელეგაციამ უარყო. კონკრეტული მიზეზი არ დასახელებულა. ჟენევის ბოლო შეხვედრა კვირას დასრულდა, შემდეგი კი 20 ნოემბერს უნდა დაიწყოს, ისევ ირანის და ექვსი ქვეყნის მონაწილეობით. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ მისი ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება.
XS
SM
MD
LG