Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკში ირანული როკ-ჯგუფის წევრები მოკლა ასევე ირანელმა მუსიკოსმა


ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, ირანული როკ-ჯგუფის, „Yellow Dogs“-ის ორი წევრი და კიდევ ერთი მუსიკოსი მოკლა ასევე ირანელმა მუსიკოსმა, რომელმაც მოგვიანებით თავი მოიკლა. დაჭრილია „Yellow Dogs“-ის კიდევ ერთი წევრი. ინციდენტში გახვეული ხუთივე მამაკაცი ირანელი იყო და შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. „Yellow Dogs“-ის მენეჯერის თქმით, სავარაუდო თავდამსხმელს, რომელიც სხვა ირანული ჯგუფიდან დაითხოვეს, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა „Yellow Dogs“-ის წევრებთან.
XS
SM
MD
LG