Accessibility links

Mount Whitney 13 ნოემბერს დატოვებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს


საქართველოს მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს ბათუმში, ამერიკულ სამხედრო გემ Mount Whitney-ზე უმასპინძლებენ მისი კაპიტანი კრეიგ კლეპერტონი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. საელჩოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიღებაზე, რომელიც 19 საათზე დაიწყება, მიწვეულნი არიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მიწვეულ სტუმრებს შორის არიან აჭარის მთავრობის და არასამთავრობო სეტქორის წარმომადგენლებიც. Mount Whitney ბათუმის პორტში 12 ნოემბრიდან იმყოფება. დღეს ამერიკული გემის ეკიპაჟის წევრებმა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთობლივი წვრთნა გამართეს. Mount Whitney საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 13 ნოემბერს დატოვებს.
XS
SM
MD
LG