Accessibility links

logo-print

ბულგარეთში პოლიცია დაუპირისპირდა დემონსტრანტებს, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ


ბულგარეთში პოლიცია დაუპირისპირდა დემონსტრანტებს, რომლებმაც სცადეს სოფიაში პარლამენტის შენობის ბლოკირება მთავრობის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. ასობით დემონსტრანტმა სცადა ცოცხალი ჯაჭვის გაბმა პარლამენტის გარშემო, შენობაში მყოფი დეპუტატების ბლოკირების მიზნით. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, როცა პოლიციამ ძალა გამოიყენა დემონსტრანტების უკან დასახევად. დემონსტრანტების უმრავლესობა სტუდენტები არიან. ბულგარეთში უკვე მეხუთე თვეა იმართება საპროტესტო აქციები სოციალისტური მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. მთავრობის წევრებს კორუმპირებულ ბიზნესმენებთან კავშირში ადანაშაულებენ. წელს უფრო ადრე საპროტესტო აქციებმა გადადგომა აიძულა ბულგარეთის წინა, მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას.
XS
SM
MD
LG