Accessibility links

logo-print

„გრინპისის“ დაკავებული აქტივისტები სანქტ-პეტერბურგში გადაიყვანეს


გარემოსდამცველ ორგანიზაცია „გრინპისის“ აქტივისტები, რომლებიც რუსეთში სექტემბერში დააპატიმრეს, მურმანსკიდან სანქტ-პეტერბურგში გადაიყვანეს და იქ წინასწარი დაკავების ცენტრებში მოათავსეს. „გრინპისის“ 28 აქტივისტი და ორი ჟურნალისტი 19 სექტემბერს დააპატიმრეს არქტიკაში, კომპანია „გაზპრომის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს. მათ ჯერ მეკობრეობის ბრალდება წაუყენეს, მაგრამ მოგვიანებით ის ხულიგნობის ბრალდებით შეცვალეს. რუსი გამომძიებლების განმარტებით, სანქტ-პეტერბურგში ეტაპირების მიზეზია ის გარემოება, რომ ხულიგნობის ბრალდება არ შედის მურმანსკის სასამართლოების კომპეტენციაში. საინფორმაციო სააგენტო „იტარ ტასის“ ცნობით, „გრინპის რუსეთის“ პრესმდივანი აცხადებს, რომ ახლა ორგანიზაციის მიზანია აქტივისტების გათავისუფლება სამართლებრივი გზების გამოყენებით.
XS
SM
MD
LG