Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სასამართლომ მოითხოვა ძმებ ნავალნების ქონების დაყადაღება


მოსკოვში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისა და მისი ძმის, ოლეგ ნავალნის ქონების დაყადაღების შესახებ. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება გამოძიებას კომპანია „ივ როშე ვოსტოკში“ ფულის გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" მოსკოვის ბასმანის სასამართლოს პრესმდივნის, ნატალია რომანოვასაგან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით. თუმცა, ალექსეი ნავალნის ადვოკატი ამბობს, რომ არაფერი იცის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების თაობაზე. თვით ალექსეი ნავალნიმ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, რომ არ იცის, რა ქონებაზეა საუბარი. ალექსეი და ოლეგ ნავალნის წაყენებული აქვს „ივ როშეს“ ტვირთების გადაზიდვისას 26 მილიონი რუბლის მითვისების ბრალდება. წელსვე, 16 ოქტომბერს სასამართლომ ალექსეი ნავალნის შეუფარდა ხუთწლიანი პირობითი სასჯელი კომპანია „კიროვლესის“ კურთვნილი ქონების მითვისების ბრალდებით. ნავალნი და ბევრი სხვა აქტივისტი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ მის სამართლებრივ დევნას.
XS
SM
MD
LG