Accessibility links

logo-print

ტოლოკონიკოვა კრასნოიარსკის მხარეში ჩაიყვანეს


რუსულ პანკ-ჯგუფ „პუი რაიოტის“ დაპატიმრებული წევრი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა ჩაიყვანეს ციმბირში, კრასნოიარსკის მხარეში მდებარე კოლონიაში, სადაც ის პატიმრობის ვადის ამოწურვამდე დარჩება. რუსეთის ომბუდსმენი ვლადიმირ ლუკინი იუსტიციის სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ტოლოკონიკოვა კრასნოიარსკის მხარეშია დაბადებული და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უწერია ამ მხარეში მდებარე ქალაქი ნორილსკი. ომბუდსმენის განმარტებით, ამის გამო გადაწყდა კრასნოიარკში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ტოლოკონიკოვას ჩაყვანა. ტოლოკონიკოვა ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს 2012 წელს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო აქციის შემდეგ. მას მომავალი წლის მარტში ამოეწურება პატიმრობის ორწლიანი ვადა.
XS
SM
MD
LG