Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააპატიმრეს ხორვატიის სავაჭრო პალატის დირექტორი


ზაგრებში სამშაბათს კორუპციაში ბრალდებით დააპატიმრეს ხორვატიის სახელმწიფო სავაჭრო პალატის დიდი ხნის ხელმძღვანელი, ნადან ვიდოშევიჩი. ის ეჭვმიტანილია პალატის ანგარიშებიდან მის მიერ შექმნილი სქემის გზით ექვს მილიონამდე დოლარის გადარიცხვაში ფიქტიურ ანგარიშებზე. ცნობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედი ხორვატების საკუთრებაში არსეაბული ფირმები ამ სქემით იღებდნენ თანხებს და მათ, ნაღდი ფულის სახით უკან აბრუნებდნენ ხორვატიაში. ვიდოშევიჩი დაკითხეს ანტიკორუპციული ცენტრის გამომძიებლებმა და მისი ბინა გაჩხრიკეს. ხორვატია ევროკავშირს სამი წლის წინ შეუერთდა მექრთამეობის საწინააღმდეგო ხანგძლივი კამპანიის შემდეგ. ეს ევროკავშირში ამ ქვეყნის შესვლის ერთ-ერთი პირობა იყო.
XS
SM
MD
LG