Accessibility links

logo-print

სომხეთის პარლამენტში უარი თქვეს კენჭისყრაზე მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ


სომხეთის პარლამენტში ფრაქციების უმრავლესობამ უარი თქვა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე. 131 პარლამენტარიდან სულ 11-მა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში და მათგან 10 მიემხრო აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის - მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის - დამოუკიდებლობის აღიარებას. ამ საკითხზე კენჭისყრის ინიციატივით გამოვიდა ოპოზიციური ფრაქცია “მემკვიდრეობა“. სომხეთის პარლამენტის წევრების უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება ხელს შეუშლიდა აზერბაიჯანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და სეჟ სარქსიანმა გასულ კვირაში მოილაპარაკეს, რომ მიმდინარე თვეში გამართავენ მორიგ შეხვედრას მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
XS
SM
MD
LG