Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა რუსეთს ვარშავაში არეულობისათვის


პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ ბოდიში მოუხადა რუსეთს ვარშავაში ანტირუსული არეულობისათვის. დღეს პოლონეთის რადიოსთან საუბრისას, კომოროვსკიმ განაცხადა, რომ ორშაბათს მომხდარი ინციდენტების გამართლება შეუძლებელია. პოლონელმა ულტრამემრჯვენე დემონსტრანტებმა ორშაბათს, ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი აქციის დროს, პეტარდები დაუშინეს რუსეთის საელჩოს, დაწვეს მცველის ჯიხური და შეეცადნენ საელჩოს ღობეზე აცოცებას. პოლიციის განცხადებით, არეულობისას 72 ადამიანი დააკავეს. რუსეთის საგარეო უწყებამ პოლონეთისაგან ოფიციალური ბოდიში მოითხოვა.
XS
SM
MD
LG