Accessibility links

logo-print

ერაყში აფეთქებებმა 20-მდე ადამიანი შეიწირა


ერაყში, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა პოლიციისა და მომლოცველების წინააღმდეგ მიმართული აფეთქებების შედეგად. ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ თიქრითში თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა პოლიციის ბლოკ-პოსტთან, მოკლა, სულ ცოტა, 10 ადამიანი. ხოლო ბაღდადის ასევე ჩრდილოეთით მდებარე ბაკუბაში, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა სამი კოორდინირებული აფეთქების შედეგად. ეს აფეთქებები მიმართული იყო შიიტი მლოცველების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG