Accessibility links

logo-print

განცხადებას ავრცელებს "ქართული კვების კომპანია"


ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის საკითხზე შპს "ქართული კვების კომპანია" განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსი" კომპანიაზე დაყრდნობით წერს, საქმეზე მოკვლევა დაწყებულია და გამოძიების პირველადი მონაცემებით იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას, რის გამოც ის "ქართული კვების კომპანიიდან" უკვე დათხოვნილია. "ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში გუშინ, 61-მა სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ნაწილის სამედიცინო პუნქტს ერთჯერადი ჩივილებით მიმართა.სამხედრო პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. საქმეზე დაწყებულია მოკვლევა. დადასტურებულია, რომ ეს იყო მსუბუქი დიარეა. ინტოქსიკაციას ან მოწამვლის რაიმე მძიმე ფორმას ადგილი არ ჰქონია. არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს არ დასჭირვებია არანაირი ფორმის სამედიცინო დახმარება. ადგილზე შემოწმების შემდეგ სამხედროები დაუბრუნდნენ საწვრთნელ პოლიგონს. გამოძიების პირველადი მონაცემებით იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას. მზარეული, რომლის დაუდევრობაც იკვეთება, "ქართული კვების კომპანიიდან" უკვე დათხოვნილია", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ბოლო პერიოდში სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცთა მოწამვლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, რომლებსაც პროკურატურა სწავლობს.
XS
SM
MD
LG