Accessibility links

logo-print

გაერო: ავღანეთში ოპიუმის წარმოებამ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია


გაეროს მონაცემებით, ავღანეთში წელს სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანის მასშტაბმა. ავღანეთში ნარკოტიკების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის უწყება აცხადებს, რომ 2013 წელს ავღანეთში მოიყვანეს 5500 მეტრული ტონა ოპიუმი, რაც წინა წელზე 49%-ით მეტია და მეტია, ვიდრე მთელ დანარჩენ მსოფლიოში მოყვანილი ოპიუმი. ანგარიშში ნათქვამია, რომ 36%-ით გაიზარდა ტერიტორია, რომელზეც ოპიუმის ყაყაჩო მოჰყავთ. სავარაუდო მიზეზად ასახელებენ ავღანელი გლეხების სურვილს, ჰქონდეთ შემოსავალი მას შემდეგ, რაც 2014 წლის ბოლოს ავღანეთს დატოვებენ უცხოელი ჯარისკაცები. ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩო მოჰყავთ, უმეტესწილად, სამხრეთსა და აღმოსავლეთში - რეგიონებში, სადაც ძლიერი პოზიცია აქვთ თალიბებს.
XS
SM
MD
LG