Accessibility links

logo-print

რუსეთი და სერბია სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


რუსეთმა და სერბიამ ხელი მოაწერეს შეთანმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ბელგრადში სერბ კოლეგა ნებოისა როდიჩთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვისა და ბელგრადის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. მანამდე ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. სამხედრო შეთანხმება ითვალისწინებს, მაგალითად, სტრატეგიული ინფორმაციის გაცვლას და სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას. როდიჩის განმარტებით, შეთანხმება არეგულირებს სამხედრო სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობას მომდევნო 15 წლით.
XS
SM
MD
LG