Accessibility links

logo-print

ფრენსის ბეკონის ნახატი სარეკორდო 142,4 მლნ დოლარად გაიყიდა


ბრიტანელი მხატვრის, ფრენსის ბეკონის ნახატი 142,4 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც სარეკორდოდ მაღალი ფასია აუქციონზე გაყიდული ნაწარმოებისათვის. 1969 წელს შექმნილი, სამნაწილიანი ნამუშევარი სახელწოდებით „ლუსიენ ფროიდის სამი ესკიზი“, სამშაბათს გაიყიდა ნიუ-იორკში, ცნობილი სააუქციონო სახლის, კრისტის აუქციონზე. მყიდველის ვინაობა არ გაუმხელიათ. ბეკონის ნახატის ფასმა მოხსნა რეკორდი, რომელიც აქამდე ეკუთვნოდა ედვარდ მუნკის „კივილს“. ის შარშან, მაისში შეიძინეს 120 მლნ დოლარად.
XS
SM
MD
LG