Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა „ბოკო ჰარამი“ და „ანსარუ“


შეერთებულმა შტატებმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა ნიგერიაში დაფუძნებული ორი ექსტრემისტული ჯგუფი - „ბოკო ჰარამი“ და „ანსარუ“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ ზომის მიზანია ნიგერიის მთავრობის დახმარება „ძალადობრივი ექსტრემიზმის განადგურებაში“. ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ დააყადაღებენ ამ ჯგუფების ქონებას შეერთებულ შტატებში, დაბლოკავენ მათთან ბიზნესურთიერთობებსა და ფინანსურ ტრანსაქციებს. "ბოკო ჰარამს", სავარაუდოდ, კავშირი აქვს ალ-ყაიდასთან და მიზნად ისახავს ჩრდილოეთ ნიგერიაში ისლამური შარიათის დამკვიდრებას. „ანსარუ“ მომცრო დაჯგუფებაა. მას და „ბოკო ჰარამს“ აკისრებენ პასუხისმგებლობას 2009 წლის შემდეგ ათასობით ადამიანის სიკვდილზე.
XS
SM
MD
LG