Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ევროკავშირის მონიტორინგის მისია 28-29 ნოემბრამდე იმუშავებს


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის პროცესს აკვირდება, მუშაობის ვადა ვილნიუსის სამიტამდე, ანუ 28-29 ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა. მისიას ხელმძღვანელობენ პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრ კვაშნევსკი და ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, პეტ კოქსი. მისიის გახანგრძლივების გადაწყვეტილება ევროპის პარლამენტმა ოთხშაბათს მიიღო - მას შემდეგ, რაც უკრაინის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე არ განიხილა კანონპროექტი, რომელიც ტიმოშენკოს მისცემდა გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრების საშუალებას. უკრაინის პარლამენტი ამ საკითხს 19 ნოემბერს დაუბრუნდება. ტიმოშენკოს ციხიდან გამოშვებას განიხილავენ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ვილნიუსში ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობად.
XS
SM
MD
LG