Accessibility links

აშშ მიესალმება საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ევროპულ არჩევანს


”ატლანტიკურ საბჭოში” გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ევროპულ არჩევანს. ნულანდის თქმით, აშშ-ს სურს, თავისუფალი ვაჭრობითა და უვიზო მიმოსვლით, სამივე ქვეყანა იხილოს ევროპულ ოჯახში . „ატლანტიკურ საბჭოში“ სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ვილნიუსის ევროკავშირის სამიტამდე ორი კვირით ადრე უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდავეთისთვის ისტორიული მომენტი დგება. „ატლანტიკურ საბჭოში“ სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებისაკენ ბოლო სამი ნაბიჯი უნდა გადადგას - მათ შორის, ყოფილი პრემიერი, იულია ტიმოშენკო მკურნალობის მიზნით, პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
XS
SM
MD
LG