Accessibility links

logo-print

კარასინი: ინაუგურაციას არ დაესწრებიან რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები


საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები არ დაესწრებიან - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა სააგენტო „იტარ-ტასთან“ ინტერვიუში. კარასინის თანახმად, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობა შეუძლებელია. აქვე კარასინმა განმარტა, რომ რუსული მხარე ბევრ რამეში ეთანხმება იმ ხედვებს, რომლებსაც საქართველოს ახალი პრეზიდენტი გამოხატავს. გრიგორი კარასინი ამბობს, რომ რუსულ მხარეს კონსტრუქციულად ეჩვენება გამონათქვამები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ. მისივე თქმით, მოსკოვში მზად არიან იმ არაფორმალური დიალოგის გასაგრძელებლად, რომელიც ერთი წლის წინ ორი ქვეყნის ხელმძღვანელობის მითითებით დაიწყო. მორიგი შეხვედრა ამ ფორმატში 21 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG