Accessibility links

logo-print

აშშ-ის ავიამზიდი ფილიპინებში ჩავიდა


აშშ-ის ავიამზიდი „USS ჯორჯ ვაშინგტონი“ ფილიპინებში ჩავიდა ტაიფუნის შემდეგ დახმარების საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. ბოლო ინფორმაციით, სტიქიურმა უბედურებამ 2357 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გაერო აღიარებს, რომ საკმარისად სწრაფად ვერ იმოქმედა ფილიპინებში სტიქიურ უბედურებას გადარჩენილების დასახმარებლად. ამის შესახებ დღეს, მანილაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, ვალერი ამოსმა: „ვფიქრობ, ყველა უკიდურესად შეწუხებული ვართ იმით, რომ ეს არის (სტიქიური უბედურების შემდეგ) მეექვსე დღე და ვერ შევძელით, ყველასთან ჩაგვეღწია. ვფიქრობ, ხალხს იმედი გავუცრუეთ, რადგან ვერ შევძელით უფრო სწრაფად მოქმედება. მაგრამ ამავე დროს ვხედავ და გუშინაც ვნახე, რომ ჩვენი ოპერაციები საგრძნობლად აქტიურდება“, განაცხადა მანილაში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ. აშშ-ის ავიამზიდზე, რომელიც ფილიპინების ნაპირს მიადგა, იმყოფება 5000 მეზღვაური და 80-ზე მეტი საფრენი აპარატი. მათ შორის არის 21 ვერტმფრენი, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტაიფუნით დაზარალებულ რეგიონებში დახმარების ჩასატანად. იუწყებიან ასევე, რომ იაპონია აპირებს 1000-მდე ჯარისკაცის, ისევე როგორც გემებისა და თვითმფრინავების გაგზავნას.
XS
SM
MD
LG