Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანმა მიმართა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს


თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხზე საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის განცხადებით, მან ფრანგ კოლეგას აუხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებისა და სამართლიანობისთვის კეზერაშვილის ექსტრადირება. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზე საფრანგეთში დოკუმენტაციის გასაგზავნად მთავარი პროკურატურა მუშაობს. ”მას შემდეგ, რაც საფრანგეთი მიიღებს მასალებს, ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრი დარწმუნებულია, რომ "გარეშე ძალების მცდელობა კეზერაშვილის გასათავისუფლებად სრული კრახით დასრულდება.”
XS
SM
MD
LG