Accessibility links

გერმანიაში დაიწყო ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი


გერმანიაში დაიწყო ყოფილი პრეზიდენტის, ქრისტიან ვულფის სასამართლო პროცესი კორუფციის ბრალდებით, რომელმაც მას პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა აიძულა 2012 წელს. ბრალდების მიხედვით, მან ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე, გერმანიის ერთ-ერთი მხარის პრემიერ-მინისტრობისას, 2008 წელს მიუნხენში ვიზიტის დროს ისარგებლა შეთავაზებით, რომელიც ითვალისწინებდა უფასო სასტუმროს და კვებას. ვულფს ბრალად ედება, რომ ამ, 719 ევროდ შეფასებული საჩუქრის სანაცვლოდ, გერმანიის კომპანია „სიმენსს“ მიმართა რეკომენდაციით, დახმარება გაეწია ერთ-ერთ კინორეჟისორისათვის ახალი ფილმის გადაღების საქმეში. 54 წლის ვულფი ომის შემდეგ გერმანიის პირველი პრეზიდენტია, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა. ის გამოთქვამს რწმენას, რომ სასამართლო გაამართლებს.
XS
SM
MD
LG