Accessibility links

სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ნიკა გვარამია და ალექსანდრე ხეთაგური


თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური და მათთან ერთად ბრალდებული პირები. საქართველოს განათლებისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრი, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და კიდევ რამდენიმე პირი 2012 წლის დეკემბერში დააკავეს „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ან დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების“ ბრალდებით. აღმკვეთ ღონისძიებად მათ გირაო შეუფარდეს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა შვიდი ბრალდებულის, მათ შორის გვარამიას და ხეთაგურის მიმართ და ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო. მათ უკვე დაუბრუნდათ გირაოში გადახდილი თანხა.
XS
SM
MD
LG