Accessibility links

logo-print

ევროკავშირი უკრაინას ურჩევს, ნუ გაუშვებს ხელიდან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შანსს


ევროკავშირის წარმომადგენელმა, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმ უკრაინას მოუწოდა, ნუ გაუშვებს ხელიდან ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შანსს. კვაშნევსკი ამ მოწოდებით გამოვიდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც უკრაინის პარლამენტმა არ განიხილა კანონპროექტი, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს მისცემდა უცხოეთში მკურნალობის უფლებას. უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უნიან“-თან ინტერვიუში, კვაშნევსკიმ განაცხადა, რომ, თუ უკრაინა არ გამოიყენებს ასოცირების შეთანხმებაზე ვილნიუსში ხელმოწერის შანსს, შეთანხმების დადება შესაძლოა წლებით გადაიდოს. ევროკავშირი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს ტიმოშენკოსათვის პატიმრობის მისჯას და მის გათავისუფლებას აყენებს პირობად უკრაინსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად. კვაშნევსკიმ გამოთქვა აგრეთვე მოსაზრება, რომ რუსეთი „შეცდომას უშვებს“, როცა ცდილობს, უკრაინას ხელი შეუშალოს ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერაში. მოსკოვის სურვილია, უკრაინა შევიდეს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ „საბაჟო კავშირში“.
XS
SM
MD
LG