Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 40-ზე მეტი ადამიანი დახოცეს შიიტური დღესასწაულის აღნიშვნისას


ერაყში 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა უმეტესწილად შიიტი მომლოცველების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შედეგად. შიიტები აღნიშნავენ „აშურას“ - გლოვობენ წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის სიკვდილს. ხუთშაბათს ყველაზე სისხლისმღვრელი იყო თავდასხმა, რომელიც ცენტრალურ ერაყში მდებარე დიალის პროვინციაში მოეწყო. თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა შიიტების პროცესიაში, დახოცა, სულ ცოტა, 32 ადამიანი. ცნობების თანახმად, დაიჭრა 70-ზე მეტი ადამიანი. ხუთშაბათს ასიათასობით შიიტი მომლოცველი შეიკრიბა ერაყის ქალაქ ქარბალაში, სადაც იმამ ჰუსეინის მეჩეთი მდებარეობს. სუნიტი ექსტრემისტები შიიტებს ერეტიკოსებად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG