Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური უწყება: ირანმა შეაჩერა ბირთვული ობიექტების გაფართოება


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ირანს არ გაუფართოებია თავისი ბირთვული ობიექტები. ხუთშაბათს გავრცელებულ ანგარიშში გაეროს ბირთვული სააგენტო იუწყება, რომ ნატანზის გასამდიდრებელ ობიექტზე მხოლოდ რამდენიმე დამატებითი ცენტრიფუგა დამონტაჟდა, ხოლო ფორდოს ობიექტზე ახალი ცენტრიფუგა არ დაუყენებიათ. ამგვარი ანგარიში წელიწადში ოთხჯერ ვრცელდება. ეს პირველია მას შემდეგ, რაც ირანის პრეზიდენტი აგვისტოში ჰასან როჰანი გახდა. ანგარიშის გამოქვეყნება წინ უსწრებს მომავალ კვირაში ჟენევაში დანიშნულ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის. ირანი უარყოფს დასავლეთის მიერ წაყენებულ ბრალდებებს, რომ ის ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. როჰანიმ პირობა დადო, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოებას გადაჭრის და ირანზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებისთვის იმუშავებს.
XS
SM
MD
LG