Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო დამკვირვებლები ქიმიური იარაღის განადგურებაზე მსჯელობენ


ქიმიური იარაღის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია პარასკევს იმსჯელებს სირიის ქიმიური იარაღის მარაგების განადგურების გეგმას. გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ შედგენილი გეგმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომელიც სირიაში არსებული ქიმიური იარაღის მარაგების განადგურებას ესწრაფვის. ქიმიური იარაღის წარმოებისათვის დანიშნული საწარმოებისა და მოწყობილობების განადგურების ოპერაცია საერთაშორისო ინსპექტორების დაკვირვების ქვეშ, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ დაიწყო და იგი მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი იმედისმომცემი ალტერნატივა სამოქალაქო ომში მყოფი სირიისათვის. საერთაშორისო მონიტორინგის გეგმის თანახმად სირიის შემდეგ რიგში ალბანეთია, რომელიც აცხადებს, რომ წარმატებას მიაღწია მის ხელთ არსებული მომწამლავი გაზის არსენალის განადგურებაში. თუმცა, ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგება ალბანეთი, სადაც დედაქალაქის ქუჩებში ამ განზრახვის საწინააღმდეგოდ ხუთშაბათს საპროტესტო აქცია გაიმართა. ქიმიური იარაღის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია მონიტორინგის ჩატარებას საჭიროდ მიიჩნევს საფრანგეთსა და ბელგიაშიც.
XS
SM
MD
LG