Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი


ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაია ფანჯიკიძე შეხვდა ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულეს და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს ჰელგა შმიდს. "ევროკავშირის ნოემბრის სამიტამდე ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, რომელზეც საბოლოოდ და შეუქცევადად დადასტურდა, რომ ვილნიუსში მოხდება ასოცირების შეთანხმების პარაფირება”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემსწავლელი მისია, რომელიც ბრიუსელში ძალიან დადებითი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა. ”ჩვენი სურვილია, რომ ვილნიუსის ერთობლივ დეკლარაციაში ეს შედეგიც აღინიშნოს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG