Accessibility links

logo-print

ევროკომისიას მოლდოვეთისათვის გამარტივებული ვიზების შემოღება სურს


ევროკომისია ხუთშაბათს აპირებს მიიღოს რეკომენდაცია, ბიომეტრული პასპორტის მქონე მოლდავეთის მოქალაქეებისათის ევროზონაში სავიზო შეზღუდვების გარეშე გადაადგილების შესახებ. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება, ძალაში შესვლის შემთხვევაში, უფლებას მისცემს მოლდაველებს ყოველგვარი ვიზის გარეშე 90 დღის განმავლობაში იმოგზაურონ ევრზონაში. შესაბამის კანონპროეტს კი ევროკომისია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის 28-29 ნოემბრის სამიტის შემდეგ წარმოადგენს. თუმცა, მოლდავეთის მოქალაქეებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი ძალაში რომ შევიდეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფოს საკანომდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს. ევროკომისიის თანახმად, წარმატებას მიაღწიეს ვიზების ლიბერალიზების საკითხში უკრაინამ და საქართველომაც. თუმცა ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის მისაღებად, ორივე ქვეყანას კვლავ აქვს ჩასატარებელი გარკვეული სამუშაოები.
XS
SM
MD
LG