Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა არ აპირებს ინაუგურაციაზე დასწრებას


საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს თბილისის მერი. გიგი უგულავას თქმით, მერია მონაწილეობს ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებში, მან კი გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად არჩევა პირველსავე დღეს მიულოცა. ”ინაუგურაციაზე დასწრებას არ ვაპირებ, რადგან გამიჭირდება მონაწილეობა ზეიმში იმ ადამიანისა, რომელსაც მტერი და მოყვარე ვერ გაურჩევია”, - განაცხადა უგულავამ. გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრებას არც ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლები აპირებენ. ”კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პატივისცემას უკლებლივ ყველა ამომრჩევლის და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მაგრამ იმ პირობებში, როცა გამარჯვებული პოლიტიკური ძალა არა გაერთიანების, არამედ კონფრონტაციის სურვილითაა შეპყრობილი, როცა უკანონო პატიმრობაში რჩებიან ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო ათასობით მხარდამჭერი დაკითხვებისა და პოლიტიკური დევნის წნეხის ქვეშაა, ინაგურაციის საზეიმო ღონისძიებაზე დაწრება შეუძლებლად მიგვაჩნია", - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG