Accessibility links

logo-print

საქართველოში სერჟანტთა სკოლას ანწუხელიძის სახელი ეწოდა


სერჟანტთა მომზადების სკოლა საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი გახდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო ცენტრისთვის ეროვნული გმირის სახელის მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიასა და ცენტრის მეთაურის მაიორ ლაშა დავითაძის ინიციატივით მოხდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ღონისძიება დღეს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა, რომელსაც გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მათ თავდაცვის მინისტრმა გმირის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ბიბლია გადასცა. სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა.
XS
SM
MD
LG