Accessibility links

logo-print

ტოლოკონიკოვა კრასნოიარსკის ციხეში გადაიყვანეს


რუსული პანკ-როკის ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრი, მსჯავრდებული ნადეჟდა ტოლოკონიკოვა ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ, კრასნოიარსკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამჟამად იგი მხარის ტუბერკულოზის სამკურნალო საავადმყოფოშია მოთავსებული. ტოლოკონიკოვას ქმრის, პიოტრ ვერზილოვის განცხადებით, ტოლოკონიკოვა თავს კარგად გრძნობს. პატიმარს არ აქვს ტუბერკულოზი, გავრცელებული ვარაუდების გასაფანტად განაცხადა პიოტრ ვერზილოვმა, რომელმაც, როგორც იქნა, მოახერხა ცოლთან ტელეფონით საუბარი. ტოლოკონიკოვა მორდვეთში მდებარე ციხიდან კრასნოიარსკში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მან სექტემბერში შიმშილობა გამოაცხადა და გამოაქვეყნა ღია წერილი პატიმრების მდგომარეობის შესახებ.
XS
SM
MD
LG