Accessibility links

logo-print

ბაროზუ: მოლდოვეთი აკმაყოფილებს გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოთხოვნებს


ევროკომისიამ ხუთშაბათს გამოაქვეყნა ანგარიში, მოლდავეთის მოქალაქეებისათის ევროზონაში სავიზო შეზღუდვების გარეშე გადაადგილების შესახებ, რომლის დასკვნაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ გააცნო ჟურნალისტებს. „განსაკუთრებული სიხარულით მინდა გაგაცნოთ ევროკომისიის მიერ ვიზების გამარტივების შესახებ დღეს დილით გამოქვეყნებული ანგარიშის დასკვნა, რომლის თანახმად მოლდავეთის ხელისუფლების მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში გატარებული მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, მოლდავეთი აკმაყოფილებს ყველა დადგენილ კრიტერიუმს. ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის შემდეგ, ევროკომისია წარმოადგენს კანონპროექტს სავიზო პროცედურების გაუქმების შესახებ მოლდავეთის იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ბიომეტრულ პასპორტებს ფლობენ,“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ. აღნიშნული გადაწყვეტილება, ძალაში შესვლის შემთხვევაში, უფლებას მისცემს მოლდაველებს ყოველგვარი ვიზის გარეშე 90 დღის განმავლობაში იმოგზაურონ ევრზონაში. თუმცა, მოლდავეთის მოქალაქეებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი ძალაში რომ შევიდეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფოს საკანომდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს. ევროკომისიის თანახმად, წარმატებას მიაღწიეს ვიზების ლიბერალიზების საკითხში უკრაინამ და საქართველომაც, თუმცა ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის მისაღებად, ორივე ქვეყანას კვლავ აქვს ჩასატარებელი გარკვეული სამუშაოები.
XS
SM
MD
LG