Accessibility links

logo-print

საქართველოში გუბერნატორებმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვეს


საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააკმაყოფილა გუბერნატორების განცხადებები გადადგომის შესახებ. ამის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, თანამდებობა ოფიციალურად დატოვა ასევე უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამაც დატოვა. თავად მომქედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი გავრცელებული ინფორმაციით მივლინებით ევროპაში იმყოფება და სავარაუდოდ არ აპირებს ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაში მონაწილეობას, რომელიც 17 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG