Accessibility links

logo-print

ალბანეთი არ დაუშვებს მის ტერიტორიაზე სირიის ქიმიური იარაღის განადგურებას


ალბანეთმა უარყო აშშ-ის თხოვნა, მის ტერიტორიაზე სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ. ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეუძლებელია „ალბანეთმა მონაწილეობა მიიღოს ამ ოპერაციაში“. ალბენთი არის ერთერთი რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებიც განიხილება სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შესაძლო ადგილად, მაგრამ ალბანეთში მზარდ უკმაყოფილებას იწვევს ასეთი პერსპექტივა. პარასკევს ტირანაში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა პროტესტის გამოსათქმელად, პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მოლოდინში. იუწყებიან ასევე, რომ გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია ჰააგაში მართავს შეხვედრას ქიმიური იარაღის განადგურების განრიგზე მოსალაპარაკებლად. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სექტემბერში მიღებული რეზოლუციით, სირიის ქიმიური იარაღი 2014 წლის 30 ივნისამდე უნდა განადგურდეს.
XS
SM
MD
LG