Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამტკიცდა სირიის ქიმიური იარაღის განადგურების გეგმა


ქიმიური იარაღის გავრცელების სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციამ პარასკევს დაამტკიცა სირიის ქიმიური იარაღის განადგურების გეგმა, მიუხედავად ალბანეთის პროტესტისა, ეს განადგურება მის ტერიტორიაზე მოხდეს. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომელმაც ხანგძლივი განხილვის შემდეგ დაამტკიცა გეგმა, ვერ აზუსტებს, თუ სად და როდის მოხდებს ქიმიური არსენალის განადგურება. იმის გამო, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს, სირიას სურს, რომ მისი ქიმიური იარაღი ქვეყნის გარეთ განადგურდეს. ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეუძლებელია „ალბანეთმა მონაწილეობა მიიღოს ამ ოპერაციაში“. ალბანეთი არის ერთერთი რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებიც განიხილება სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შესაძლო ადგილად, მაგრამ ალბანეთში მზარდ უკმაყოფილებას იწვევს ასეთი პერსპექტივა.
XS
SM
MD
LG