Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციას ხვდება


საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება" პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ხვდება. შეხვედრა კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარეობს და მასზე მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილება. ეს არის პრემიერის რანგში ბიძინა ივანიშვილთან ფრაქციის ბოლო შეხვედრა. არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადების, ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დამტკიცების შემდეგ - ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განაცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ყრილობის ჩასატარებლად და ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება.
XS
SM
MD
LG