Accessibility links

სააკაშვილმა სამუშაო კაბინეტი დაცალა


საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი სამუშაო კაბინეტი უკვე დაცალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედმა თავმჯდომარემ ანდრო ბარნოვმა შესაბამის კითხვაზე კომენტარისას განაცხადა. "დღეს დავცალეთ ყველაფერი. ბოლო სამუშაო დღე გვაქვს ამ სასახლეში", - აღნიშნა ბარნოვმა. ავლაბრის რეზიდენციასთან, რომელიც ძველი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მოსახლეობისათვის ერთი დღით გაიღო, სასახლის დამთვალიერებელთა რიგები ამ დრომდე არ წყდება.
XS
SM
MD
LG