Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აშშ-ს ნაკრებთან დამარცხა


16 ნოემბერს რუსთავში საქართველოსა და აშშ-ის მორაგბეთა ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. დაძაბულ ორთაბრძოლაში საქართველოს ნაკრები მატჩის დასასრულამდე წინ იყო მცირე უპირატესობით. თუმცა, ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე (87) მეტოქემ საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ, გამარჯვებაც მოიპოვა - 23:25.
XS
SM
MD
LG