Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში კვლავ განახლდა შეტაკებები


ლიბიის დედაქალაქის გარეუბანში კვლავ იფეთქა შეტაკებებმა ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებულ გასამხედროებულ დაჯგუფებებს შორის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალი ზეიდნმა მოუწოდა უკანონო სამხედრო ფორმირებებს გაეცალონ ტრიპოლის და არ დაუშვან კატასტროფული შედეგები. ხელისუფლების ინფორმაციით პარასკევს მომხდარ შეტაკებებში 42 დაიღუპა და 400-ზე მეტი დაიჭრა. სისხლისღვრა მოჰყვა საპროტესტო მსვლელობას, რომლის მონაწილეები ქალაქიდან მისრათას სამხედრო დაჯგუფების გავლას მოითხოვდნენ. დემონსტრანტები დაიშალნენ, მაგრამ შემდეგ მძიმედ შეიარაღებულნი უკან დაბრუნდნენ და იერიში მიიტანეს შეიარაღებული რაზმის განლაგებაზე. ლიბიაში, მოამარ კადაფის რეჟიმის დამხობიდან ორი წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება განაგრძობს ბრძოლას, რათა აღკვეთოს გასამხედროებული უკანონო დაჯგუფებების მოქმედება, რომლებიც ლიბიის რამდენიმე ნაწილს აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG