Accessibility links

logo-print

მახაჩყალაში გაანადგურეს ექსტრემისტთა ჯგუფი


დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში სპეცოპერაციის დროს დახოცეს ხუთი ექსტრემისტი დიმიტრი სოკოლოვის ჩრდილოეთ კავკასიის იატაკქვეშა შეიარაღებული დაჯგუფებიდან, რომელიც ვოლგოგრადში ავტობუსის აფეთქების თანამონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. მოკლულები სოფელ სემენდერში მდებარე ერთ-ერთ სახლში ალყაში მოაქციეს. უფრო ადრე რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრი აცხადებდა, რომ მოლაპარაკების პროცესში სოკოლოვმა ვოლგოგრადის სარეისო ავტობუსის აფეთქებასა და სხვა ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა. სარეისო ავტობუსის აფეთქება ვოლგოგრადში 21 ოქტომბერს მოხდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაიჭრა 40 კაცი.
XS
SM
MD
LG