Accessibility links

logo-print

ლავროვი იმედიანად არის განწყობილი ჟენევის შეხვედრის წი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები და ირანი ძალიან ახლოს არიან წინასწარი შეთანხმების მიღწევასთან და ხელიდან არ უნდა გაუშვან შესაძლებლობა, რომ შემცირდეს ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული საფრთხე და საბოლოოდ გადაიჭრას პრობლემა. ლავროვმა აღნიშნული კომენტარი რუსეთის სამაუწყებლო კომპანიასთან ინტერვიუში გააკეთა. მანამდე კი საკუთარი ოპტიმიზმი გამოხატა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა. ირანისა და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო წარმომადგენლები ჟენევაში მოლაპარაკების მორიგ რაუნდს მომდევნო კვირაში გამართავენ. თეირანს სურს შემსუბუქდეს მის მიმართ მოქმედი საერთაშორისო სანქციები, თუმცა უარყოფს ბრალდებას, თითქოს მისი ბირთვული პროგრამა საიდუმლო ატომური იარაღის შექმნას ისახავდეს მიზნად.
XS
SM
MD
LG