Accessibility links

logo-print

პრაღასა და ევროპის რამდენიმე ქალაქში რუსეთის ოკუპაცია გააპროტესტეს


ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში, რუსეთის საელჩოს წინ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და ქართულ სოფლებში დიცში, დვანსა და ხურვალეთში სასაზღვრო მავთულხლართების აღმართვის მცდელობა გააპროტესტეს. აქციაში, რომელიც ჩეხეთში მცხოვრები ქართული სტუდენტური გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული, სანქცირებული იყო და მასში ქართველების გარდა, აზერბაიჯანელი, ბელორუსი და ჩეხი სტუდენტებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. აქციის მონაწილეებს ხელთ ეპყრათ ბანერები წარწერით „ STOP RUSSIA” და „STOP OCCUPATION”. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პრაღის კარლოსის უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტმა ნიკოლოზ კუდაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ანალოგიური საპროტესტო აქციები, რომელიც სტუდენტური მოძრაობების მიერ იყო კოორდინირებული, კვირას ერთდროულად ევროპის სხვა ქალაქებში რიგაში, მიუნხენში, ბონსა და ბრიუსელშიც გაიმართა.
XS
SM
MD
LG