Accessibility links

logo-print

ივანიშვილი და მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტს შეხვდნენ


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს, რომელიც ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. ბიძინა ივანიშვილისა და დალია გრიბაუსკაიტეს შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. შემდეგ გრიბაუსკაიტე შეხვდა და ვილნიუსისი სამიტზე დაპატიჟა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პირველ ბრძანებას, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოვალეობის შესრულება დააკისრა.
XS
SM
MD
LG