Accessibility links

logo-print

„ქართული ოცნება“ წარადგენს პრემიერმინისტრობის კანდიდატს


დღეს 14:00 საათზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, სხდომაზე უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას წარადგენს. კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, პრემიერმინისტრობის კანდიდატს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე სუბიექტი ასახელებს. პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა. შესაბამისად, პირველი ბრძანებულებაც, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის რანგში გამოსცა, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ბიძინა ივანიშვილისა და მისი მთავრობისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრებას შეეხება.
XS
SM
MD
LG