Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუკუშიმიდან გააქვთ ბირთვული საწვავის ღეროები


იაპონელმა ინჟინრებმა დაიწყეს ურანის და პლუტონიუმის ღეროების გატანა ფუკუშიმის ბირთვული საწარმოდან, რომელიც 2011 წელს ცუნამის შედეგად დაზიანდა. ეს არის სამუშაოს ყველაზე რთული და სახიფაო ნაწილი მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ აღადგინეს კონტროლი ფუკუშიმის დაზიანებულ რეაქტორებზე. ინჟინრების ამოცანაა, 1500-ზე მეტი ღერო გაიტანონ საცავიდან, სადაც ისინი ინახებოდა, როცა სტიქიური უბედურება მოხდა. ატომური ელექტროსადგურის ოპერატორი კომპანია „ტეპკო“ მოელის ორ დღეში 22 ღეროს გატანას, ხოლო მთელ ოპერაციას წელიწადზე მეტი დასჭირდება. ფუკუშიმის საწარმოს სრული დემონტაჟი ათწლეულები გაგრძელდება. ელექტროსადგურის მიმდებარე დასახლებები უმეტესწილად დაცარიელებულია. რადიაციის შიშით, მოსახლეობა თავს იკავებს ელექტროსადგურის მახლობლად დაბრუნებისაგან.
XS
SM
MD
LG