Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში იძიებენ ყაზანის ავიაკატასტროფის მიზეზს


რუსეთში მიმდინარეობს გამოძიება ყაზანში გუშინდელი ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად. "ბოინგ 737" ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 50-ვე ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლები ჩაფრინდნენ თათრეთში გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ავიაკატასტროფა მოხდა კვირას საღამოს, როცა თათრეთის ავიაკომპანიის თვითმფრინავმა, რომელიც ასრულებდა რეისს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან, მეორედ შეეცადა ყაზანის აეროპორტზე დაშვებას. ის ჩამოვარდა და აფეთქდა. თათრეთის ვიცე-პრემიერმა იური კამალტინოვმა დაადასტურა, რომ დაღუპულებს შორის არის თათრეთის პრეზიდენტის ვაჟიშვილი, ირეკ მინიხანოვი. დაიღუპა ასევე უშიშროების ფედერალური სამსახურის თათრეთის განყოფილების უფროსი, ალექსანდრ ანტონოვი.
XS
SM
MD
LG